არნემის “ვიტესს” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში არ გაუმართლა, ინგლისის “საუთჰემპტონს” შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 0:5 წააგო. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა ჯერ საუთჰემპტონში 0:3, გუშინ კი შინ 0:2 წააგო. “ვიტესის” კაპიტანი კაშია მარცხის მიზეზებს ასახელებს:
“არაფრისგან გავუშვით ორივე გოლი, თანაც, პირველი დებიუტშივე გაგვიტანეს. როცა მე-4 წუთზე უკვე აგებ, გარდატეხა რთულია. მითუმეტეს, ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ. ჩვენი ბევრი ფეხბურთელი პირველად მოხვდა ევროპის ლიგაზე, გამოცდილება არ ჰყოფნით. ახლა მთლიანად ჰოლანდიის ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ. “საუთჰემპტონი” კლასით ჩვენზე მაღლა დგას და “ვიტესისთვის” კარგი გაკვეთილი იქნება, რაც ამ ორ მატჩში მოხდა. იმედი მაქვს, კარგი სეზონი გვექნება, რადგან ახალგაზრდული და პროგრესირებადი გუნდი გვყავს”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად სასწაულებრივ გადაურჩით წაგებას შედეგით კმაყოფილი ვარ და ცხინვალს აქვს ყველაზე რეალური შანსი შემდეგ ეტაპზე გასვლის
გამოუცდელი. თორემ ცხინვალი ,ხომ იცი ევრო ტურნირებზე ათენ აღამებს.D
აქ უფრო უნდა გაუჭირდეთ და იმედია ცხინვალს დარჩება გამაარჯვება.
ჩემი ზაკარდო ჩეიდევი, ძაკარდო!
კარგად კი ითამაშეთ, მარა საქართველოში სხვა სიტუაცია იქნება... ქართველი ბიჭები იმედია ბურთზე კონტროლს უფრო კარგად განახორციელებენ