ფეხბურთი

21:52 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: “პოგბა “ათიანს” იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამბობს, რომ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება, როდესაც ლეგენდარულ ნომრიან მაისურს მოირგებს.

“ბებერმა ქალბატონმა” 22 წლის ფეხბურთელს უფლება მისცა, მაისურზე სათამაშო ნომერი შეეცვალა და ფრანგმა N10 აირჩია, რომელიც ტურინული კლუბისთვის ლეგენდარულად ითვლება. პოგბამ ეს არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც გუნდი კარლოს ტევესმა დატოვა. ალეგრის აზრით, იმ ნომრიანი მაისურის ტარება, რომელიც ადრე კლუბის ლეგენდებს - ომარ სივორის, რობერტო ბაჯოს და ალესანდრო დელ პიეროს ეცვათ, ახალგაზრდა ფრანგისთვის სერიოზული წნეხი იქნება. თუმცა, ამან უნდა გაზარდოს პოლის შინაგანი მოტივაციაც, რადგან უნდა დაამტკიცოს, რომ “ათიანის” ტარების ღირსია.

“პოლმა N10 მოითხოვა და ამ კუთხით “იუვენტუსის” სხვა ფეხბურთელებზე მეტი წნეხის ქვეშ იქნება. ამ მაისურის ტარება არ იქნება იოლი, რადგან აქამდე ის ტურინული კლუბის უდიდეს მოთამაშეებს ეცვათ”, - თქვა ალეგრიმ.

0.113184