ფრანგული “რეიმსის” პრეზიდენტმა ჟან პიერ-კეიომ გამოცემა L’Union-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის “დნიპროდან” ჯაბა კანკავას ტრანსფერი 1,1 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.
“დიდი ხნის განმავლობაში “დნიპროს” ხელმძღვანელობას ვერ ვუთანხმდებოდით და ისე სჩანდა, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდებოდა, მაგრამ როდესაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ტრანსფერს “მწვანე შუქი” აუნთო, მოულოდნელად მოლაპარაკებათა პროცესის ფინიშზე აღმოვჩნდით. პრინციპში კლუბებმა 1,1 მილიონ ევროზე უნდა მოილაპარაკონ”, - თქვა კეიომ.