ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე “ნიუკასლმა” მეორე ლიგის “ნორთჰემპტონიდან” ახალგაზრდა თავდამსხმელი აივენ ტონი დაიმატა.
ნიუკასლელთა ოფიციალური ვებგვერდი ტრანსფერის თანხასა და კონტრაქტის ხანგრძლივობას არ აკონკრეტებს. უბრალოდ, ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ხანგრძლივია.
ამჟამად, ტონი 19 წლისაა, ხოლო “ნორთჰემპტონში” დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ხსენებულ გუნდში უთამაშია.
გასულ სეზონში, ტონიმ “ნორთჰემპტონში” 44 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ფეხით წადით თქვე ჩემისებო...