ფეხბურთი

16:23 | 6.08.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ლაშა კასრაძე: “ბაქოში “ატლეტიკს” გავუტანთ”

ბაქოს “ინტერის” ცენტრალური მცველის ლაშა კასრაძის აზრით, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, აზერბაიჯანული კლუბი შინ ბილბაოს “ატლეტიკთან” გოლს გაიტანს.

- “ინტერი” პირველ მატჩში დამარცხდა. იმ თამაშს როგორ გაიხსენებთ?

- “ატლეტიკის” სათამაშო დონე ყველამ იცის. ჩემი აზრით, ბილბაოში ცუდად არ გვითამაშია. თუ მცირე შეცდომებს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, კარგად ვითამაშეთ. უბრალოდ, ამ შეცდომების შემდეგ, ესპანელებმა გოლები გაგვიტანეს.

- “ატლეტიკი” ისეთი მეტოქე აღმოჩნდა როგორც წარმოგედგინათ თუ ესპანელების სათამაშო დონემ თქვენს მოლოდინს გადააჭარბა?

- ვიცოდი, რომ ისინი კარგად თამაშობენ და მაღალი დონის გუნდი ჰყავთ. ეს შედეგზეც აისახა.

- პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი, საპასუხო მატჩის წინ ოპტიმიზმს არ გისახავთ?

- რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ. ორი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა.

- ბაქოში რა შედეგის იმედი გაქვთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დაკარგულია. ვნახოთ, რა იქნება.

- ალბათ, ნანობთ, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ატლეტიკს” შეხვდით?

- დამიჯერეთ, პირიქითაა. მიხარია, რომ “ატლეტიკის” მსგავსი მეტოქე შეგხვდა. ამ გუნდისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.

- “ატლეტიკის” ბარიერის გადალახვა საოცრებაა?

- რატომ? ფეხბურთში ყველაფერი ხდება. დაველოდოთ მატჩს, დიდი ხანი ცდა არ მოგვიწევს.

- ესპანელებთან თამაში რთულია, ხოლო მათი ბარიერის გავლა საერთოდ პრობლემაა. მომდევნო რაუნდში გასასვლელად , “ატლეტიკთან” როგორ უნდა ითამაშოთ?

- სათანადო შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თუ მთელი მატჩის განმავლობაში ყურადღებით ვითამაშებთ, დაცვაში შეცდომებს არ დავუშვებთ და გოლს გავიტანთ. მთავარია გვჯეროდეს. ჩვენ გვჯერა.

- ბილბაოში “ინტერმა” მეტოქის კარი ვერ აიღო. “სან-მამესზე” რომ გაგეტანათ ბაქოში უფრო გაგიადვილდებოდათ...

- ესპანეთში გოლის გატანის არცთუ ბევრი შანსი გვქონდა. საპასუხო შეხვედრაში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ “ატლეტიკმა” ვერ გაგვიტანოს. თავად კი, მეტოქის კარის ასაღებად საჭიროა ყველაფერი გავაკეთოთ. ვფიქრობ, ბაქოში “ატლეტიკს” გავუტანთ.

- თუ “ატლეტიკის” ბარიერს გადალახავთ, მაშინ ევროპა ლიგის ჯგუფში უნდა მოხვდეთ...

- მოდით, არ ავჩქარდეთ. ჯერ “ატლეტიკს” გავივლით და შემდეგ ვნახავთ, რა იქნება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:39 | 09.09.2016
jjjj (4)

იანტბელიძეს უკბინე ერტ ადგილას რა სირი ხარ

11:50 | 09.09.2016
mst (1810)

ლკასიკები კარგი გვყავს,მაგრამ თავისუფლები სუსტები არიან,იანტბელიძე ძალიან სუსტი მწვრთნელია.ეგ უნდა მოაშორონ ნაკრებს და ეროვნულში კლასიკებს დარჩია.

11:08 | 09.09.2016
BEERTRANCE (97819)

აბა თქვენ იცით

10:39 | 09.09.2016
kakhaberry (2630)

და გოგონები რომელ სტილში ჭიდაობენ, თუ უბრალოდ როგორც მოუხერხდებათ

პ.ს. ისე 17 წლის გოგოს რა გაჭიდავებს, წადი გაიპრანჭე (შოვინიზმ ინ ექშენ)

0.073846