ჩოგბურთი

14:41 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა გარეშე გაგრძელდება

ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება ჩეხეთის ქალაქ პლზენში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირი. ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია შეჯიბრს პირველივე რაუნდში გამოეთიშნენ.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, გორგოძემ სლოვაკ ნატალია ვაიდოვასთან 6:3, 5:7, 1:6 წააგო, ხოლო ქვაცაბაია მე-2 ნომრად განთესილ ჩეხ ბარბორა კრეიჩიკოვასთან 3:6, 6:4, 3:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია სლოვაკ იუჰაშოვასთან და ჩეხ მენდეშოვასთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.

თურქეთის ქალაქ ბურსაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე თამარ ჭალაგანიძე პირველი რეიტინგის მქონე სლოვაკ ზუზანა ზლოჩოვასთან 1:6, 0:4 აგებდა, როდესაც მატჩის გაგრელებაზე უარი განაცხადა.

წყვილებში ჭალაგანიძე და უზბეკი გუზალ იუსუპოვა ავსტრალიურ დუეტთან (დონალდსონი-იოვანოვიჩი) 0:6, 4:6 დამარცხდნენ.

0.124429