ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი ელჯერო ელია სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას როტერდამის “ფეიენოორდში” გააგრძელებს.
“ფეიენოორდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას ბრემენის “ვერდერთან” ხელშეკრულება ამოეწურა და როტერდამელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.
ელიას ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში 27-ჯერ უთამაშია და 2 გოლი გაუტანია.