ფეხბურთი

13:49 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მვილა “სანდერლენდში” გაანათხოვრეს

ფრანგი ნახევარმცველი იან მვილა, რომლის სატრანსფერო უფლებები ყაზანის “რუბინს” ეკუთვნოდა, კარიერას ინგლისის პრემიერლიგის “სანდერლენდში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური “ტვიტერი” იუწყება.

მვილა “სანდერლენდში” ერთწლიანი იჯარით გადავიდა. მან ახალ კლუბში უკვე ივარჯიშა.

“ინგლისში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ აქ აღმოვჩნდი. ადრე, საფრანგეთში, რუსეთსა და იტალიაში ვთამაშობდი. იმედია, ჩემი გამოცდილება გუნდს გამოადგება. “ლესტერთან” მატჩში პარტნიორების დასახმარებლად მზად ვარ”, - თქვა მვილამ.

0.116283