ფეხბურთი

13:22 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 154-ეა

საქართველოს ეროვნული გუნდი ფიფა/კოკა-კოლას აგვისტოს თვის რეიტინგში 154-ე პოზიციაზეა, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

აქამდე, ეროვნული ნაკრების ამაზე ცუდი მაჩვენებელი 2015 წლის ივლისში დაფიქსირდა, როდესაც ქართველები რეიტინგში 153-ე ადგილზე დაქვეითდნენ. რეიტინგში კახა ცხადაძის გაწვრთნილებზე წინ ვიეტნამი, გვიანა, ჰონკონგი, თურქმენეთი, გურაჟაო, ლიხტენშტეინი, გუამი, ლუქსემბურგი, ნიკარაგუა, გვინეა-ბისაუ, გამბია, ყაზახეთი, ტანზანია, ტაილანდი და ა.შ. არიან.

აგვისტოს თვეში ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის მიხედვით საუკეთესო 20 გუნდის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1 (1). არგენტინა – 1425

2 (3). ბელგია – 1244

3 (2). გერმანი – 1226

4 (4). კოლუმბია – 1218

5 (6). ბრაზილია – 1186

6 (7). პორტუგალია – 1177

7 (8). რუმინეთი – 1166

8 (9). ინგლისი – 1157

9 (10). უელსი – 1155

10 (11). ჩილე – 1124

11 (12). ესპანეთი – 1110

12 (5). ჰოლანდია – 1032

13 (14). ხორვატია – 1023

14 (15). სლოვაკეთი – 1016

14 (15). ავსტრია – 1016

16 (17). იტალია – 1001

17 (18). შვეიცარია – 997

18 (13). ურუგვაი – 988

19 (19). ალჟირი – 941

20 (20). ჩეხეთი – 933

...32 (29). შოტლანდია – 774

...33 (30). პოლონეთი – 769

...50 (52). ირლანდია – 608

...66 (43). სერბეთი – 523

...127 (124). მოლდოვა – 236

...154 (153). საქართველო - 165

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში გერმანიის, შოტლანდიის, პოლონეთის და ირლანდიის ნაკრებები საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არაა, რადგან ფიფაში არ მიუღიათ.

უელსის, სერბეთის, ავსტრიის, ირლანდიის და მოლდოვის ეროვნული ნაკრებები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში D ჯგუფში საქართველოსთან ერთად იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12044