ძიუდო

1:25 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუბაშვილის ბრინჯაო

ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტ ძიუდოისტთა შორის ვანო ხუბაშვილმა 55 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ბრაზილიელი რენან ტორესი დაამარცხა.

გიორგი ნიაზაშვილმა 50 კგ-ში მესამე ადგილისთვის შეხვედრა რუს კაზბეკ ნაგუჩევთან წააგო. ამავე წონაში ზურაბ კახნიაშვილი შეჯიბრს პირველ წრეში ჩეხ დავიდ ვოპატთან გამოეთიშა.

დღეს, სარაევოს ტატამზე რობინზონ ბეგლარიშვილს (60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილს (66 კგ.), ნატალია ყიფშიძეს (48 კგ.), ნინო მგელაძეს (52 კგ.) და მზია ბებოშვილს (52 კგ.) ვიხილავთ.

0.117673