კალათბურთი

0:44 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

გუშინ, გამთენიისას, საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) სათამაშოდ გაემგზავრა.

ტურნირს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 6-დან 16 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში იმ 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, რომლითაც თბილისში ახლახან დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა.

ესენი არიან: ნიკა ყირიმელი, ოთარ პერტაია, ნიკა მეცხვარიშვილი, ბერდია ქავთარაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, ვლადიმერ ალავიძე, გოგა ბითაძე, ლევან თავხელიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ზაურ ჯანელიძე, აკაკი ფიფია, გიორგი მამალაძე.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის მეტოქეები იქნებიან – უნგრეთი, შვეიცარია, ბელგია, ლუქსემბურგი და ბელარუსი.

მთლიანად ევროჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ჯგუფებში საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა და ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის განაგრძობს. ჯგუფიდან ვერ გასული გუნდები კი დაკავებული ადგილების მიხედვით ან 9-16, ან 17-24 ადგილებისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო ჯგუფებში გააგრძელებენ.

ტურნირის სამი საუკეთესო გუნდი ელიტარული - „ა“ დივიზიონის საგზურებს მოიპოვებს და მომავალი წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

www.gbf.ge

0.145115