“სტოკ სიტის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა მადრიდის “რეალის” 19-წლამდელთა გუნდის აწ უკვე ყოფილი წევრი სერხიო მოლინა დაიმატა და ესპანელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ნახევარმცველმა გასულ სეზონში მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდელთა ტურნირზე ჩატარებულ 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა.