რუსეთის მთავრობამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გათვალისწინებული თანხა 151 მილიონი რუბლით შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
რუსეთის ხელისუფალთა განცხადებით, მუნდიალი 2018-ის ბიუჯეტის შემცირება ტურნირის წარმატებულ ჩატარებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა რუსეთის მხრიდან ხარჯების შემცირების. მიმდინარე წლის ივნისში, ტურნირის ორგანიზებისთვის გათვალისწინებული თანხა თითქმის 30 მილიარდი რუბლით შემცირდა.
მთლიანად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რუსები 613,3 მილიარდი რუბლის დახარჯვას გეგმავენ.