ფეხბურთი

13:52 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამარასმა სამედიცინო შემოწმება ჩააგდო

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის გეორგიოს სამარასის ტრანსფერი გენუის “სამპდორიაში” ჩაშლის პირასაა. ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებამდე იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და სამედიცინო ჯგუფი შემტევის ჯანმრთელობის მდგომარეობით კმაყოფილი არ დარჩა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky sport italia ავრცელებს. როგორც ჩანს ბენძენს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

წყაროს ცნობით, სამარასის გუნდში დარჩენის ბედი გენუელთა პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

თუ გეორგიოსი იტალიურ კლუბში დარჩება, ის სეზონში 750 000 ევროს მიიღებს.

0.116171