სხვა

12:48 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

2020 წლის ოლიმპიადის ლოგოს ავტორი ბრალდებას უარყოფს

2020 წელს ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლოგოს ავტორი კენჯირო სანო, რომელსაც ლიეჟის თეატრი პლაგიატში ადანაშაულებს, ბელგიელთა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ არასდროს უნახავს აღნიშნული თეატრის ლოგო.

“ოლიმპიადის ლოგო ჩემი წარმოსახვისა და შრომის შედეგია. ლიეჟის თეატრის რეაქციით გაოცებული ვარ. არასდროს ვყოფილვარ ბელგიაში და არც მათი ლოგო მინახავს. ამიტომ, ვერ ვხვდები რა ხდება. ოლიმპიადისთვის ლოგოს შექმნა ჩემი ოცნების ასრულება იყო. ეს ჩემი კარიერის შანსია. ეს ლოგოები ერთმანეთს არ ჰგავს, ისინი სხვადასხვა აზრის მატარებლები არიან” – აცხადებს კენჯირო სანო.

2020 წლის ოლიმპიადის ლოგო ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ წარადგინეს, რასაც ლიეჟის თეატრის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბელგიელი დიზაინერი ოლივიე დები, რომელმაც აღნიშნული თეატრისთვის ორი წლის წინ შეიმუშავა ლოგო, ირწმუნება, რომ ოლიმპიადის ლოგო მისი ნამუშევრიდანაა გადახატული და მის დაუყოვნებლივ შეცვლას მოითხოვს. ის საავტორო უფლებების დაცვას სასამართლოს მეშვეობით აპირებს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

0.133865