ქართული კლუბები ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. მორიგი სპარინგმატჩი გაიმართა თბილისის „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, სადაც გია გეგუჩაძის გუნდი ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა.
როგორც „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, თამაში თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა. ანგარიში მატჩის მე- 18 წუთზე მათე ცინცაძემ გახსნა. „დინამოს“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით მიუჩინა ადგილი ნანიევის კარში. პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი თევზაძის პასით მეკარესთან პირისპირ გიორგი ქვილითაია გადიოდა, რომელიც წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმაც პენალტის ნიშნულზე მიუთითა. თერთმეტმეტრიანი ალექსანდრე იაშვილმა არაზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის დებიუტი ორი გოლით აღინიშნა. ჯერ კობა შალამბერიძემ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მათე ცინცაძის პასი შედეგიანად ჯაბა ჯიღაურმა დაასრულა. 55- ე წუთზე დინამოელებმა კუთხური მოაწოდეს. გიორგი ქვილითაიამ ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. მატჩის ბოლო წუთზე შალამბერიძის დარტყმული ჯერ ბეგაშვილმა, შემდეგ კი კარის ხარიხამ მოიგერია.
დინამო 3:1 სიონი (VIDEO)
გოლი: 1:0 ცინცაძე 18’ 1:1 შალამბერიძე 46’ 2:1 ჯიღაური 47’ 3:1 ქვილითაია 55’
დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 68), კაკაბაძე (ტვილდიანი 62), რენე, ჭელიძე, თევზაძე (გურული 62), ცინცაძე (გველესიანი 62), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (ჯანელიძე 62), იაშვილი (არაბული 62), ქვილითაია (ვოლკოვი 62)
სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე, კილასონია, საჯაია, გაფრინდაშვილი, გოგობერიშვილი, , შალამბერიძე, მიქაბერიძე, ისიანი
შეცვლაზე შევიდნენ: გიორბელიძე, ა. მესხი, მანჯგალაძე, მანაგაძე, ოთარაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ც. მესხი, ჭიკაიძე
fcdinamo.ge