ჩოგბურთი

0:49 | 5.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის მარცხი ჩეხეთში

ჩეხეთის ქალაქ პლზენში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სლოვაკ ნატალია ვაიდოვას გაეჯიბრა და 6:3, 5:7, 1:6 დამარცხდა.

საწყისი რაუნდის მარტჩი ჯერაც ჩასატარებელი აქვს სოფო ქვაცაბაიას, რომლის მეტოქეც მე-2 ნომრად განთესილი ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა იქნება.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია სლოვაკ იუჰაშოვას და ჩეხ მენდეშოვას დაუპირისპირდებიან.

თურქეთის ქალაქ ბურსაში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე მოსინჯავს ძალებს თამარ ჭალაგანიძე. საწყის წრეში ის პირველი რეიტინგის მქონე სლოვაკ ზუზანა ზლოჩოვას ეთამაშება.

0.122242