ფეხბურთი

21:04 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევერკუზენელებს ბენდერი უკაპიტნებს

ლევერკუზენის “ბაიერის” ახალ კაპიტნად ლარს ბენდერი აირჩიეს. ამის შესახებ ლევერკუზენელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი “ბაიერში” 2009 წლიდან გამოდის და 205 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

აქამდე, ლევერკუზენელთა კაპიტანი სიმონ როლფესი იყო, რომელმაც კარიერას გასულ სეზონში დაასრულა. გუნდის ვიცეკაპიტანი თურქი ემრე ტოპრაკი იქნება.

0.111828