საბერძნეთის “ოლიმპიაკოსიდან” თურქეთის “ტრაბზონსფორში” გიორგი ლორიას ტრანსფერი ჩაიშალა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა gazzetta.gr-ი იუწყება.
“ტრაბზონსფორში” კრიზისი მას მერე წარმოიშვა, რაც გუნდის ნომერ პირველი მეკარე ონურ კივრაკი სპორტულ დირექტორს სულეიმან ჰურმას დაუპირისპირდა. ამის შემდეგ, ჰურმა გადადომის შესახებ განაცხადა და ვარაუდობდნენ, რომ გუნდს მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეც დატოვებდა. თუმცა, საბოლოოდ, კონფლიქტი მოგვარდა და როგორც ჰურმა, ასევე, არველაძე არსად წასულა, ხოლო კივრაკი “ტრაბზონსოფორს”დაუბრუნდა.
gazzetta.gr-ის ინფორმაციით, ლორიას მაგივრად ტრაბზონელებმა კოსტა-რიკელი მეკარე ესტებან ალვარადო შეიძინეს, რომელიც მანამდე “ალკმაარში” გამოდიოდა.