ესპანელი ფეხბურთელი ისააკ კუენკა კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ “ბურსასფორში” გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.
გასულ სეზონში, 24 წლის ნახევარმცველი “დეპორტივოში” გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა.
2011-2014 წლებში კუენკას “ბარსელონაში” 30-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აუღია.