ფეხბურთი

14:04 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ასათიანი: “პროფესიულ ფეხბურთზე საუბარიც არ მსურს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მალხაზ ასათიანმა ინტერნეტპორტალ rsport.ru-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებს, მაგრამ მომავალში მწვრთნელობას არ გამორიცხავს.

- რას საქმიანობთ?

- ვისვენებ.

- უკვე რამდენი წელია?

- ჩათვალეთ, რომ 2010-დან. რაც კარიერა დავასრულე ვისვენებ. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ჩემთვის საქართველოში ვცხოვრობ, ხან ზღვაზე დავდივარ, ახლა სურამში ვარ.

- ფეხბურთთან რამე გაკავშირებთ?

- ფეხბურთი მოვრჩი. მეყოფა. ხომ ვთქვი, რომ ვისვენებ.

- ფეხბურთის თამაში იმდენად რთული იყო, რომ მატჩების ტრანსლაციების ყურებაც აღარ გსურთ?

- მართლაც რთული იყო. “ლოკომოტივში” და კიევის “დინამოში” თამაში მხოლოდ ოქროს მედლებისთვის, ქვეყნის თასისთვის და ევროთასებისთვის ბრძოლა იყო. ნებისმიერი მარცხი ძალიან მტკივნეული მოვლენად აღიქმებოდა. ამას ტრავმები და კონკურენცია ემატებოდა. ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ კარიერის დროს მძაბავდა. ახლა ზოგჯერ მოყვარულებთან ერთად ვთამაშობ და ვდუნდები. ეს უფრო სახალისოა. პროფესიულ ფეხბურთზე საუბარიც არ მსურს.

- თქვენ სპარტაკელი ვასილი ბარანოვი ნამდვილად არ ხართ, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ უბრალოდ დაიკარგა. ამბობენ, რომ ბელარუსშია და კონტაქტზე არ გამოდის. თქვენთან დაკავშირება მთაშიც შეიძლება.

- ზოგიერთ ყოფილ თანაგუნდელს პერიოდულად ვეხმიანები – დიმა სენიკოვს, დიუმოვიჩს, იგორ სმოლნიკოვს. ვისაც ვურეკავ, ჩემსავით ფეხბურთისგან ისვენებენ.

- ურთიერთობის ფართო არეალი გაქვთ – წარსულიდან მომავალში...

- სმოლნიკოვი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მახსოვს. მას ვამხნევებდი. მასზე როგორც ნიჭიერ ბიჭზე საუბრობდნენ, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, მაგრამ თავისი თამაში დიდი ხანი ვერ იპოვა. ის “ტორპედოდან” წამოიყვანეს. როდესაც მოედანზე დავინახე გავიფიქრე, რომ ამ ბიჭს კარგი შანსი აქვს. მასზე სწრაფი მხოლოდ თვითმფრინავი იყო. მართალია, მასზე 7 წლით უფროსი ვარ, მაგრამ მეგობრობამ ასაკში სხვაობა არ იცის.

- მას დაცვაში თამაშს ასწავლიდით? თქვენთვის ხომ კარგადაა ცნობილი ცენტრალური ნახევარმცველიდან ცენტრალურ მცველად გადასხვაფერება.

- ის ჩვენთან ნახევარმცველად მოვიდა. ჩემთვის “ლოკომოტოვში” მთავარი თამაში იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა – დაცვაში თუ თავდასხმაში. ამის შესახებ სმოლნიკოვსაც ვეუბნებოდი. თუმცა, თავდაპირველად მას მცველად არ აღიქვამდნენ. ეს მოგვიანებით შეიცველა შეხედულებები ფლანგზე თამაშის შესახებ.

- რუსეთის ჩემპიონატს თვალს თუ ადევნებთ?

- ზოგჯერ რუსეთის ჩემპიონატს ვუყურებ, მაგრამ მხოლოდ ტოპ-მატჩებს, სადაც უბრალოდ 3 ქულისთვის კი არა, არამედ, მედლებისთვის იბრძვიან. ძალიან მომწონს ცსკა, რომელიც ყოველ მატჩში ინდომებს და მის ფეხბურთელებს ოსტატობაც არ აკლიათ.

- სერგეი იგნაშევიჩი, რომელიც ცსკა-ში ცენტრალურ მცველად თამაშობს, თქვენზე ორი წლითაა უფროსი, ძმები ბერეზუცკები ერთი წლით უმცროსები არიან, მაგრამ ჯერ დასვენებას არ აპირებენ.

- მათ შეძლეს თავის გუნდში ფეხი მოეკიდებინათ და დიდი ხნით დარჩენილიყვნენ. რუსეთის ნაკრებშიც შემცვლელები ვერ მოუძებნეს. ისინი სტაბილურები არიან. ამიტომ, ყველას თავისი გზა აქვს.

- რუსეთზე როგორი მოგონება დაგრჩათ?

- რუსეთს როდესაც ვიხსენებ, “ლოკომოტივს” და ყველაფერს კარგს ვიხსენებ. ყველაფერი კარგი კი, იური სიომინია და ის რაც მას უკავშირდება. ასევე, კლუბის პრეზიდენტ ვალერი ფილატოვს. ასე არა მხოლოდ მე, არამედ, ისინიც ფიქრობენ, ვინც იმ პერიოდში “ლოკომოტივში” თამაშობდა.

- ამჟამად, “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი იგორ ჩერევჩენკოა, რომელსაც ოლეგ პაშინინი და სარკის ოგანესიანი ეხმარებიან. ძველი დრო ბრუნდება?

- ამ ბიჭებს ვიცნობ. ისინი დამწყებები არიან და მათ დრო სჭირდებათ. მინიმუმ ორი წელი. უფრო ნაკლებ დროში მწვრთნელისთვის გუნდის ჩამოყალიბება რთულია.

-თუმცა, “ლოკომოტივში” მწვრთნელებს დიდხანს არ აჩერებენ..

- მართალია და ეს ძალიან ცუდია. ამ შემთხვევაში სტაბილურობა, გადაწყვეტილებების მიღების, ფეხბურთელების შერჩევისა და შეთამაშების დრო, თავდაჯერება არაა.

- თქვენი თაობის “კაშკაშა” წარმომადგენელი დმიტრი სიჩოვი იყო, რომელმაც, ეტყობა, კარიერა უკვე დაასრულა. ამის მიზეზი რაა?

- ჩემი აზრით, მას ხელი ტრავმებმა შეუშალა. ასე რომ არ ყოფილიყო, დღემდე ითამაშებდა. სიჩოვი იმ ფეხბურთელების რიცხვს ეკუთვნის, რომლებზეც ასაკი არ მოქმედებს. იგი ძალიან ნიჭიერი იყო, გოლის გასატანად პოზიციას საუცხოოდ არჩევდა, მაგრამ ყველაფერი რაღაც უცბად დაასრულა.

- ისევე როგორც “სპარტაკში” დაიწყო...

- სამწუხაროდ, ფეხბურთში წინასწარ რაიმეს განსაზღვრა რთულია. კარიერა მაშინ კი არ დავასრულე, როდესაც მსურდა ან უკვე მომწიფებული ვიყავი, არამედ, როცა მეიმედებოდა, რომ კიევის “დინამოს” შემდეგ შესაბამის გუნდს მოვძებნიდი. გუნდებს ხომ უბრალოდ არასოდეს ვიცვლიდი, ხოლო დაუფიქრებლად სადმე წასვლა რთული იყო. ამის შემდეგ დრომ ძალიან სწრაფად გაირბინა. დასვენება დავიწყე და ფეხბურთისგან გვერდზე თავისთავად აღმოვჩნდი.

- პირველ დივიზიონში გადასვლა არ გსურდათ?

- საწყის პერიოდში შესაძლოა ვნანობდი, რომ თამაში არ გავაგრძელე, მაგრამ ახლა ამის თაოაბზე უარყოფითი ემოცია არ მაქვს.

- იმის შეგრძნება არ გაქვთ, რომ კარიერაში ბოლო სიტყვა ჯერ არ გითქვამთ?

- შესაძლოა, იქნებ კიდევ ვთქვა, ოღონდ მწვრთნელის რანგში. თუმცა, ამჟამად რაიმეს ვერ დავაკონკრეტებ. გეგმები არ მაქვს. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით საქართველოში ვარ და ცხოვრებით ვტკბები.

0.129565