ფეხბურთი

21:47 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიას 3 თვე გაუცდება


“ვესტ ჰემის” ერთ-ერთი ლიდერი ენერ ვალენსია სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. მიზეზი, ტერფის ტრავმაა, რომელიც ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ასტრასთან” ფრედ დასრულებული (2:2) შეხვედრის 37-ე წუთზე მიიღო და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა.

25 წლის თავდამსხმელს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ენერს დაახლოებით 10-12 კვირა გაუცდება.

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა უმალ დაფიქრდა ეკვადორელის შემცვლელის შეძენაზე და როგორც BBC იუწყება, “ჩაქუჩები” მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდით რაულ ხიმენესით დაინტერესდნენ.

0.122027