ფეხბურთი

21:15 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ ტრავმირებულია

ლივერპულის “ევერტონის” ახალწვეულმა ჟერარ დეულოფეუმ შესაძლოა პრემიერლიგის სტარტი გამოტოვოს. მიზეზი, ფეხბურთელის ტრავმაა, რომელიც მან აზიური ტურნეს დროს მიიღო.

ჯერჯერობით, ესპანელი ვინგერის ტრავმის სიმძიმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა უდიდესი ალბათობით შაბათს “უოტფორდთან” გასამართი პირველი ტურის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ჟერარს უახლოეს დღეებში სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა, თუ რამდენ ხანს იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ “ევერტონმა” დეულოფეუ 6 მილიონ ევროდ დაიმატა “ბარსელონადან”. ის “გუდისონ პარკზე” 2013/2014 წლების სეზონში თამაშობდა იჯარით და 29 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.


0.116272