ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” დრაფტის 21-ე ნომერი, 21 წლის ამერიკელი გამთამაშებელი ჯასტინ ანდერსონი გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ანდერსონი 2012 წლიდან 2015-მდე ვირჯინიის კოლეჯის გუნდში ირიცხებოდა. განვლილ სეზონში გამთამაშებელი ერთ მატჩში საშუალოდ 12.2 ქულას და 4 მოხსნას აკეთებდა.