ფეხბურთი

18:14 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ბროშურა ევროპის სუპერთასზე დამსწრეთათვის

უეფამ იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც თბილისში ევროპის სუპერთასზე დასწრებას აპირებენ, სპეციალურად ბროშურა დაამზადა.

ბროშურა გზამკვლკევია თბილისის სტუმრებისთვის. ქომაგებს, ვინც 2015 წლის 11 აგვისტოს გასამართი მატჩისთვის თბილისში ჩამოსვლას აპირებენ, მისი გაცნობის შემდეგ საქმე გაცილებით გაუადვილდებათ.

ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს ესპანური კლუბები “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა “დინამო არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126375