რაგბი

16:47 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს თასისწინა შეკრების დღიურის მე-6 ეპიზოდი (+VIDEO)

ბორჯღალოსნები მსოფლიოს წინა მზადების მეორე ფაზის თბილისურ შეკრებას ორ დღეში დაასრულებენ და 5 აგვისტოს პოლონეთში გაემგზავრებიან. თბილისურ შეკრებაზე, რომელიც შევარდენზე 27 ივლისს განახლდა, როგორც სამწვრთნელო შტაბი გვპირდებოდა, ვარჯიშების სირთულემ და ოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. თუმცა მილტონ ჰეიგის განცხადებით, გუნდი ამ დატვრითვას თავს კარგად ართმევს, რაც 30 ივლისს ნაკრების ღია ვარჯიშზე ნათლად გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოიშუშა და გუნდს შეკრებაზე ლევან დათუნაშვილი დაუბრუნდა. ამ უკანასკნელმა თბილისის თასის წლევანდელი გათამაშების მესამე ტურში მუხლი დაიზიანა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

მილტონ ჰეიგი, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი:

„მოთამაშეები უკვე მიეჩვივნენ იმ ინტენსიურ ვარჯიშებს და მენტალურ მოთხოვნებს, რასაც ჩვენს მათ სავარჯიშო განრიგში ვსვავთ. ისინი დღეს ბევრად უფრო გრძელ და ინტენსიურ ვარჯიშებს ასრულებენ ვიდრე 5 კვირის წინ და ამ ყველაფერს საკმაოდ ადვილად ართმევენ თავს.

„ეს აშკარად ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ამჟამად ისინი ბევრად უკეთეს ფორმაში არიან, ბევრად უფრო ძლიერები და სწრაფები ვიდრე შეკრებამდე იყვნენ და ეს სწორედ ის შედეგია, რაც პოლონეთში წასვლამდე გვინდოდა მიგვეღო.

„ის მოთამაშეები, რომლებსაც ტრავმები ჰქონდათ, საკმაოდ კარგად შეუერთდნენ გუნდს და ვარჯიშების შემდგომი ეტაპიდან ეს ყველაფერი უფრო და უფრო უკეთესობისკენ წავა.

„ინგლისში წასვლამდე 3 კვირით ადრე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ტექნიკური და ფიზიკური წინსვლა, ხოლო იქ უკვე ტაქტიკურ ვარჯიშებზე გადავალთ, რაც ჩვენი საკონტროლო მატჩებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.“

rugby.ge

0.118264