ფეხბურთი

14:22 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელებმა სპარინგში “ლიახვი” დაამარცხეს

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სეზონის დაწყებამდე ბათუმის “დინამომ” მორიგი ამხანაგური მატჩი პირველი ლიგის ცხინვალის “ლიახვთან” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.

განვლილი მატჩი ბათუმელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“დინამო” : მამინაშვილი, ქავთარაძე, მგელაძე (დიასამიძე), გოგიტიძე, სუხიაშვილი (მაკარიანი), ფონიავა (ჩირიკაშვილი), თევდორაძე (ჭკუასელი), შონია (ვარშანიძე), ტატანაშვილი, გაბედავა (კვანტალიანი), ლუის მედინა (აბუსელიძე).

სპარინგში ანგარიში “ლიახვიდან” ლომიამ გახსნა, ხოლო შემდეგ გაბედავამ და აბუსელიძემ თითო გოლი გაიტანეს, რის წყალობითაც ბათუმელებმა გაიმარჯვეს.

აქვე გეტყვით, რომ 5 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის ბულვარის კოლონადასთან “დინამოს” განვლილ სეზონში მოპოვებულ ვერცხლის მედლებს გადასცემენ.

0.128304