ფეხბურთი

12:23 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი ტრანსფერზე ალაპარაკდა

“ვოლფსბურგის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი საკუთარი ტრანსფერის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა და ის თანხაც დაასახელა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც წასვლაზე დაფიქრდება.

“პრობლემები არასდროს არავისთვის შემიქმნია. პატივს ვცემ ჩემს კლუბს და მათგანაც ანალოგიური პატივისცემის იმედი მაქვს. მაგრამ თუ ვინმე ჩემს სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდება, მაშინ წასვლაზე აუცილებლად დავფიქრდები. მოცემული მომენტისთვის არ მსმენია, რომ “ვოლფსბურგს” ვინმე ჩემს ტრანსფერზე ესაუბრებოდეს” - განუცხადა 24 წლის ფეხბურთელმა Het Nieuwsblad-ს.

ბელგიელის მიმართ დაინტერესებას “მანჩესტერ სიტი” იჩენს.

0.130155