ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა მიმდინარე კვირის განმავლობაში მადრიდის “რეალში” გადავა, ირწმუნება ესპანური გამოცემა Marca.
წყაროს ცნობით, ამ ტრანსფერის განხორციელება გარდაუვალია. მადრიდელები გეგმავენ, რომ ეს ამბავი ინგლისის პრემიერლიგის დაწყებამდე დაასრულონ, რომლის პირველი ტურიც უახლოეს უქმეებზე გაიმართება.
მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს კარგად ესმის, რომ დე ხეას წასვლა უნდა და არ უნდა მას ხელი შეუშალოს. თავად მეკარეს არ სურს “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ ერთხელ გასვლა, სადაც მას გულშემატკივრების მხრიდან კარგი დახვედრა ნამდვილად არ ელის. ვარაუდობენ, რომ ტრანსფერის ღირებულება 40 მილიონი ევრო იქნება.





