ფეხბურთი

11:16 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “არამგონია ჩვენი ფილოსოფიისთვის გვეღალატოს”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, ინგლისის სუპერთასზე “ჩელსის” 1:0 დამარცხების შემდეგ, საკუთარი შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა.

ნამატჩევს “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ მისმა მოწინააღმდეგემ საკუთარ ფილოსოფიას უღალატა და დაცვაში “ჩაიკეტა”, რათა ვენგერს პორტუგალიელთან კარიერის პირველი გამარჯვება ეზეიმა.

“შესაძლოა, ამ მატჩში თავს ვიცავდით, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური სირთულეების შედეგია. ჩემი ფეხბურთელები მოურინიოს გუნდებთან წაგებული თამაშების სერიაზე ფიქრობდნენ და ამისგან ვერ გათავისუფლდნენ. სიმართლე გითხრათ, სტატისტიკებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ რადგან ხშირად მიწევს მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ვუშვებ იმის ალბათობას, ეს ჩემს ფეხბურთელებზეც იმოქმედებდა. მას შემდეგ რაც გოლი გავიტანეთ, მოთამაშეებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს ფიქრი. არამგონია საკუთარი ფილოსოფიისთვის გვეღალატოს, უბრალოდ, ძალიან გვსურდა გამარჯვება და ვითამაშეთ ისე, როგორც შედეგის მისაღწევად იყო საჭირო. ვამაყობ ჩემი გუნდით” - თქვა ვენგერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112655