სანქტ პეტერბურგის “ზენიტის” ბელგიელმა ნახევარმცველმა აქსელ ვიტცელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შესაძლოა ტურინის “იუვენტუსს” მიაშუროს.
“ბებერ ქალბატონს” 26 წლის ფეხბურთელის შეძენა ადრეც სურდა და მას შემდეგ რაც სამი ხედირა დაშავდა, მის მიმართ ინტერესი განაახლეს. გერმანელი მოთამაშე მუხლის ტრავმის გამო მწყობრიდან თითქმის ორი თვით გამოვიდა Corriere dello Sport -ის მტკიცებით ის ვიტცელმა უნდა შეცვალოს, რომლის მიმართ ინტერესს “მილანიც” იჩენს.
ცნობილია, რომ “ზენიტი” ბელგიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და ფასის დაწევას არ აპირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია დაიტოვებენ და მიეცემა თამაშის შანსი...
რამდენმა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა დაამთავრა საფეხბურთო კარიერა გუნდის ძებნაში,სამწუხაროა.
ააშენებს ქვეყანას
წარმატებები