ფეხბურთი

17:10 | 2.08.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“არსენალი” ბენზემაში 65 მილიონს გადაიხდის

ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენს და მის შეძენას ყველანაირად ეცდება.

AS-ის ცნობით, “მეთოფეები” 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 65 მილიონ ევროს იხდიან. ფრანგის შეძენა არსენ ვენგერის პრიორიტეტული ვარიანტია და გასაკვირი არაა კლუბი ასეთ დანახარჯზე რომ მიდის.

ბენზემას “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში მან 15 გოლი გაიტანა.

0.134658