ჩოგბურთი

12:58 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალში დამარცხდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ოქსანა კალაშნიკოვამ ერთი რაუნდის დაძლევა მოახერხა.

ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა შეჯიბრში ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან ერთად მე-5 ნომრად იყო განთესილი და პირველ რაუნდში რუსულ დუეტს (ივახნენკო-მორგინა) 6:4, 6:1 სძლია.

მეოთხედფინალში კალაშნიკოვა და კოვინიჩი ჩინელებს – იანგს და ჟუს გაეჯიბრნენ და 4:6, 1:6 დამარცხდნენ.

0.863624