რაგბი

12:22 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნების” პირველი ფან-შოპი გაიხსნა

ქართული რაგბის ქომაგის დიდი ხნის ოცნება ასრელდა – საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპოესნორის “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, ვაკის ფილიალში (ჭავჭავაძის გამზირი 2) ქართული რაგბის პირველი “ქომაგთა მაღაზია” (ფანშოპი) გაიხსნა.

ამიერიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს “ბორჯღალოსნების” კვართები, ბურთები და ქართული რაგბის სიმბოლიკიანი სხვა ატრიბუტიკა.

გახსნას “ბორჯღალოსნები” მერაბ კვირიკაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, ლაშა ლომიძე, სიმონ მაისურაძე და დუდუ ქუბრიაშვილი დაესწრნენ. იქვე იყო რაგბის კავშირის და “ვითიბი ბანკის” ხელმძღვანელობა.

გახსნაზე მოსულ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ – შენაძენზე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ხელი მოუწერეს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა: “ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა! რაგბის ქართველი გულშემატკივრები მოესწრნენ იმ დღეს, როდესაც ძალიან მაღალი დონის და ხარისხის რაგბის ქომაგთა მაღაზია იხსნება.

უდიდესი მადლობა “ვითიბი ბანკს”, რომელიც გვერდში უდგას საქართველოს რაგბის კავშირს მრავალ საქმეში. ეს მათი ინიციატივა იყო. მათი ხელშეწყობით და ინვესტიციით მოხდა ამ მაღაზიის შექმნა და გახსნა.

ვულოცავ ქომაგებს, მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ, შეიძინონ მათი საყვარელი ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა და როგორც ყოველთვის, მხურვალედ უქომაგონ ჩვენს ნაკრებს.

ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა ეხმარებოდეს ბიზნესი სპორტს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა “ვითიბი ბანკს” – მის ხელმძღვანელს, ბატონ არჩილ კონცელიძეს, ვიცე პრეზიდენტ გიორგი ბარკალაიას და ყველა თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში“.

“ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა: “მოხარულები ვართ, რომ დღეს “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით გაიხსნა მაღაზია, სადაც საქართველოს ნაკრების ქომაგებს, პირველად გაუჩნდათ შესაძლებლობა შეიძინონ საყვარელი გუნდის მხარდასაჭერი ატრიბუტები. “ვითიბი ბანკი” ნაკრების გენერალური სპონსორია, ამიტომაც გაჩნდა ეს იდეა და შედეგად, პირველი “ქომაგთა მაღაზია“ ჩვენ ფილიალში დღეს გაიხსნა. გვინდა წარმატება ვუსურვოთ “ბორჯღალოსნებს” რაგბის მსოფლიო თასზე. იმედია, ქართველი გულშემატკივარი კიდევ უფრო აქტიურად უქომაგებს ჩვენს ბიჭებს”.

www.rugby.ge

0.13799