უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში ხარკოვის "მეტალისტთან" განცდილი მარცხის შემდეგ ლვოვის "კარპატმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. დონეცკის "ოლიმპიკთან" შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი დენის კოჟანოვმა მეოცე წუთზე გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და 38-ე წუთზე ყვითელი ბარათით გამოირჩა. "კარპატი" სატურნირო ცხრილში 6 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
უკრაინის სახელით მოთამაშე ამბროსი ჩაჩუა მოედანზე 72-ე წუთზე გოლის ავტორის ნაცვლად შევიდა. "ოლიმპიკის" მხრიდან კი ზაური მახარაძე სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.