სხვა

12:20 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილმა რუსუდან ხოფერიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანს, ბატუტზე ხტომაში სამგზის მსოფლიოს ჩემპიონს და ევროპის ოთხგზის პირველობის გამარჯვებულ რუსუდან ხოფერიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

აღნიშნული ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის სასახლეში თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მორიგი საშეჯიბრო დღეს მოხდა. ამ მოვლენას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილიც დაესწრნენ.

რუსუდან ხოფერია

დაიბადა 09.09.1972, თბილისი. ბატუტზე ხტომა. სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (1988 - ინდივიდუალური, სინქრონული, გუნდური) და მეორე პრიზიორი (1990 - სინქრონული), მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელი სინქრონულ (1993) და ინდივიდუალურ (1999) ხტომაში, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1987, 89, 97 - გუნდური; 1989 - სინქრონული) და ხუთგზის მეორე პრიზიორი (1987, 93 - ინდივიდუალური; 1987, 93, 95 - სინქრონული). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1986 - ინდივიდუალური; 1989 - სინქრონული), ოთხგზის მეორე (1987, 90 - ინდივიდუალური; 1988, 90 - სინქრონული) და ორგზის მესამე (1988, 89 - ინდივიდუალური) პრიზიორი, სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (1986), სსრკ თასის ორგზის (1987, 89 - სინქრონული) და დობროვოლსკის თასის ოთხგზის (1987, 89, 90 - ინდივიდუალური, 1988 - სინქრონული) მფლობელი. 2000 წლის სიდნეის (VII ადგილი) და 2004 წლის ათენის (IX ადგილი) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. 1987-2004 წლებში ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი ვარჯიშის სირთულის მიხედვით. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.119427