"ვერდერის" სარეზერვო გუნდში გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი შედგა. ბრემენელების 23-წლამდელთა გუნდმა მესამე ლიგაში ასპარეზობა დაიწყო და პირველივე მატჩში შინ "კოტბუსთან" 0:2 დამარცხდა.
თბილისის "დინამოდან" გერმანულ გუნდში იჯარით მოთამაშე ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, ამ დროისთვის კი ანგარიში უკვე 0:2 გახლდათ. გიორგიმ 79-ე წუთზე 23 მეტრიდან დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.
მომდვნო შეხვედრა "ვერდერის" მეორე გუნდ სტუმრად "ჰოლშტეინთან" 15 აგვისტოს ელის.