ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საქმიანობის გაგრძელებას 70 წლამდე აპირებს.
მოურინიო 52 წლისაა და მისი სამწვრთნელო კარირა “ბენფიკაში” დაიწყო, სახელი კი, “პორტუში” მუშაობით გაითქვა. 2004-2007 წლებში ის უკვე მუშაობდა “ჩელსიში” და იქ 2013 წელს დაბრუნდა. მანამდე მან მილანის “ინტერში” და მადრიდის “რეალში” იმუშავა.
“ვაპირებ, რომ 70 წლამდე ვიმუშაო. არა მუდმივად, მაგრამ სანამდესაც ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს. ამ სექმეში გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ფეხბურთელებს აქვთ პერიოდი, როდესაც მათ გამოცდილებას ფიზიკური მდგომარეობა ეღობება, მწვრთნელებში ასე არაა. მთავარია, რომ მუშაობის სურვილი არ დაკარგო. ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერი ვარ ვიდრე 10 წლის წინ და პროგრესს ვაგრძელებ” - განუცხადა პორტუგალიელმა Goal-ს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არადა ლევანდოვსკის სკამიდან არ აყეებდა ერთდროს,მერე რა დაემართა
რაუნდოდა ამას ჩინეთში?
კალათბურთი არა ხელბურთი : დდ
ეს სტატია აქ უნდა იდოს?