ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელებმა ნომრები დაინაწილეს, რომლითაც 2015/2016 წლების პრემიერლიგის სეზონში ითამაშებენ.
კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ, რომელიც აქამდე 23-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ახლა 11 ნომერი აირჩია, რომელიც აქამდე დიდიე დროგბას ეკუთვნოდა. ბოსნიელი მეკარე ასმირ ბეგოვიჩი, რომელიც გუნდში “სტოკ სიტიდან” გადავიდა, 1 ნომერი იქნება. “მონაკოდან” განათხოვრების წესით აყვანილი კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო 9-ნომრიან მაისურს მოირგებს, ხოლო ჰოლანდიურ “ვიტესში” განათხოვრებიდან დაბრუნებული ბურკინა ფასოელი ბერნარდ ტრაორე 14 ნომრით ითამაშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია