“ნორვიჩის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა ჯეიკ კინი დაიმატა. “ბლექბერნის” აწ უკვე ყოფილმა კარის დარაჯმა ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“როვერსის” აღზრდილ კინს მთავარი გუნდის მაისურით 44 მატჩი აქვს გამართული. წლების განმავლობაში ჯეიკი იჯარის წესით “ჰართლპულში”, “როჩდეილსა” და “იოვილში” თამაშობდა.