რურის თასზე “დინამო თბილისის” 19-წლამდელთა გუნდი მეხუთე ადგილისთვის მატჩში დამარცხდა. “ბენფიკამ” თამაზ სამხარაძის შეგირდები 2:0 დაამარცხა. ლისაბონურმა კლუბმა გოლები ტაიმების დასაწყისში გაიტანა.
ქართული კლუბის შემადგენლობა პორტუგალიელებთან მატჩში:
გუგეშაშვილი, ხატიაშვილი (ჯაფიაშვილი), ყურშავიშვილი, კობოური, ნემსაძე (ლოჩოშვილი), ნ.ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე, ზარია, კობახიძე (გაბრიჩიძე), მიქელთაძე.
მე-6 ადგილი დაიკავა “დინამო თბილისმა”, რომელმაც კატალონიის “ბარსელონას”, გვანჯოუს “ევერგრანდს”, “ბოხუმსა” და “გლადბახს” გაასწრო.