ჩოგბურთი

19:38 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

წყვილთა შორის სლოვენიურმა დუეტმა იმარჯვა

ოლიმპიური ფესტივალის საჩოგბურთო ტურნირზე გოგონათა შორის წყვილთა თანრიგის ოქროს მედლის მფლობელი სლოვენიელი კაია იუვანის და ნიკა რადაშიჩის დუეტი გახდა. ფინალში სლოვენიელების განუთესავმა წყვილმა, მეექვსე ნომრად განთესილი რუმინული წყვილი ანდრეა პრისკარიუ კადარის და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 4:6 6:3 7:5 დაამარცხა.

პირველ სეტში რუმინელების უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა, მეორე სეტში სლოვენიელი გოგონები დაწინაურდნენ და მოწინააღმდეგე დუეტს მხოლოდ 3 გეიმი დაუთმეს. მესამე, ყველაზე დაძაბულ სეტში გადამწყვეტი მეთერთმეტე გეიმში იუვანი-რადაშიჩის გაკეთებული ბრეიკი აღმოჩნდა, რაც მათი გამარჯვების წინაპირობად იქცა.
მთელი მატჩის განმავლობაში სლოვენიელებმა 5, რუმინელებმა კი 3 ორმაგი შეცდომა დაუშვეს.

„ძალიან გვიხარია, რომ ჩვენგან წარმატებული და ძლიერი დუეტი შედგა. ოქროს მედალი ყველა ჩოგბურთელის მთავარი მიზანი იყო ოლიმპიადის დაწყების დღიდან. მიხარია, რომ ერთობლივი ძალებით ამ მედლის მოპოვება მოვახერხეთ,“- განაცხადა იუვანმა.

მთავარი კორტის პარალელურად პირველ კორტზე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთმანეთს ტაისია პაჩკალევასა და სოფია ლანსერესის რუსული დუეტი შვეიცარიელებს მარტინა უოლტერტს და კატერინა კუენგს შეხვდნენ. თამაში შვეიცარიული დუეტის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:4 6:2.

www.tbilisi2015.com

თეგებითბილისი 2015
0.121956