რურის თასზე მყოფმა თბილისის "დინამოს" 19-წლამდე გუნდმა გერმანულ "დორტმუნდთან" მარცხისა და კატალონიის "ბარსელონასთან" გამარჯვების შემდეგ, დღეს მორიგი მატჩი ბრაზილიურ "ინტერნასიონალთან" გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
სამხრეთამერიკელებმა ორივე გოლის გატანა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს, რის შემდგომაც ანგარიში აღარ შეცვლილა.
"დინამომ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი (ყურშავიშვილი), ლოჩოშვილი (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (ნ. ბაშალეიშვილი), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე
თბილისური გუნდი, რომელმაც ნახევარფინალში შანსი თითქმის დაკარგა, მომდევნო შეხვედრას გერმანულ "ბოხუმთან" გამართავს. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.