ფეხბურთი

13:17 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინადან” “ბეშიქთაშში”

გერმანიის ეროვნული ნაკრების და “ფიორენტინას” საკუთრებაში მყოფი ფორვარდი მარიო გომესი ერთწლიანი იჯარის წესით მომდევნო სეზონს “ბეშიქთაშში” გაატარებს. სტამბოლური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, თურქებმა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს.

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი შემტევი “ფიორენტინაში” 2013 წელს გადავიდა და ორი სეზონის განმავლობაში იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. ფლორენციაში გადასვლის შემდეგ თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულებამ 28-დან 10 მილიონ ევრომდე დაიწია.

0.115223