ფეხბურთი

10:43 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ძალამიძე დამდეგი სეზონიდან თურქეთის სუპერლიგის ბინადარ "რიზესფორის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ "იაგელონიას" ვებგვერდი იუწყება.

"აქ ლამაზი სამწელიწადნახევარი გავატარე, რომელიც არ დამავიწყდება, მაგრამ ახალი გამოწვევის დრო დამიდგა. თურქეთის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია", - უთხრა ძალამიძემ პოლონური გუნდის ვებგვერდს.

ნიკა ძალამიძე "იაგელონიაში" 2012 წლის ზამთრიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში კი პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 23 წლის ფეხბურთელს ყოფილ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში უმთავრდებოდა.

ნიკას კარიერაში "რიზესფორამდე" და "იაგელონიამდე" ლოძის "ვიძევი" და მოსკოვის ცსკაც იყო, ხოლო ფეხბურთის თამაში მან ზუგდიდის "ბაიაში" დაიწყო.

0.118673