გერმანიის ქალაქ ჰორბში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია, სოფო ქვაცაბაიას გარეშე გაგრძელდება.
ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში იყო გასული, სადაც რუს ანასტასია პრიბილოვას გაეჯიბრა და 3:6, 6:7 (4:7) დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ტურნირს ეკატერინე გორგოძე გამოეთიშა. მან პირველ წრეში ბულგარელ ისაბელა შინიკოვასთან 4:6, 6:4, 6:7 (3:7) წააგო.