ასეთ წარმატებაზე დღის დასაწყისში ქართული ძიუდოს ყველაზე ოპტიმისტი ქომაგებიც ვერ იფიქრებდნენ. საქართველოს გოგონათა ნაკრების ორივე წევრი, რომლებიც თბილისი 2015-ის ევროკონკურენციაში დღეს ჩაება, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ძიუდოს ოლიმპიურ მონაგარს თავისი წილი ოქროები მზია ბებოშვილმა (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) შემატეს.
ბებოშვილმა, რომელიც ტურნირზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოდიოდა, ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა. ბრიტანელ აიმე გრანტსა და მოლდოველ ანა როტარის იპონებით გასცდა, ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ნასიბა იბრაგიმოვას უილეთო შეხვედრაში შიდოებით 2:1 აჯობა. საჩემპიონო გამარჯვება კი ჰოლანდიელ ილსე ბურენის შებოჭვით მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანმა ტურნირი ჩეხი ვერა ზემანოვას ძლევით გახსნა – მეტოქეს ოთხ წუთში სამი იუკო აუღო. მაკედონიელი ამრა ფეიზულა და რუსი დანა ნაგუშევა შებოჭვით ჩამოიშორა. ნახევარფინალში ფინელ ემილია კანერვას იუკოთი სძლია. გადამწყვეტი გამარჯვება კი პოლონელ ანა დაბროვსკასთან მოიპოვა, მეოთხე წუთზე შესრულებული ულამაზესი სუფთა გდებით.
დღესვე, დიღმის აკადემიის ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა დუდაშვილიც გავიდა, მაგრამ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
ხვალ კი მედლების მორიგი სამი კომპლექტი გათამაშდება: გოგონებში 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ვაჟებში – 81 კილოგრამში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ნათია მიქაბერიძე (63 კგ) და გოგა ქევხიშვილი (81 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათზე დაიწყება.
ძიუდო
თბილისი 2015
30 ივლისი
გოგონები
52 კგ
1 მზია ბებოშვილი (საქართველო)
2 ილსე ბურენი (ჰოლანდია)
3 ირემ კორკმაზი (თურქეთი)
3 ნებისა იბრაგიმოვა (რუსეთი)
57 კგ
1 ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო)
2 ანა დაბროვსკა (პოლონეთი)
3 ემილია კანერვა (ფინეთი)
3 დანა ნაგუჩევა (რუსეთი)
ვაჟები
73 კგ
1 ჰასილ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი)
2 რაზვან ჩიოლანი (რუმინეთი)
3 ვასილი ბალამპანაშვილი (საბერძნეთი)
3 ლუკას ვიტვერი (შვეიცარია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მარსელ - მონაკოს ვინმე აჩვენებს თუ იცით?
აქ კომენტარებში ერთი წერდა რომ ლიონი წელს მაგარი გუნდია და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებსო....მაშინაც ვამბობდი და ვიმეორებ..ლიონი შეიძლება უეფას თასზეც ვერ მოხვდეს!
პსჟ - მონაკო - მარსელი...
რა დრო იყო ლიონი რეალს არ ახარებდა და ეხლა ვინებთან აგებს.
ე ბიჭო სულ იმას იძახით აქ ზოგი ჩასაფრებული სპორტალი ჯობია ვორლდსპორტსაო და სპორტალზე ნახეთ სერია ა.არ უდევთ???
))
მე არ ვიციი სხვა რას იძახიის მარააა როცა ყველა ჩემპიი დაიდოო სერია ა რატო არ იდებააა?
რავი აბა ბრატ.ეტყობა გვიან დამთავრდა.გიმუშავია ჟურნალისტად??მე მიმუშავია კაი ხანს ოღონდ სპორტში არა და ვიცი/////როგორც კი მორჩება თამაში ეგრევე იწერება იმწუთას?შენადგენლობას დაწერა არ უნდა?ტექსტს არ უნდა დაწერა?
ფუთბოლ.უა-ზე შედი და გაჩვენებენ ოპერატიულად როგორდ უნდა მიმოხილვების, ტურის წინათქმის და ონლინე რეპორტაჟების გაკეთება!
მარტო იტალია კი არა პრემიერლიგის მიმოხილვა 2-3 დღის მერე დადეს, ეს ზოგადად სენია ამ საიტის. თუ პრეტენზია გაქვს იყო ნორმალური საიტი ზუსტადაც რაც შეიძლება მალე უნდა დაწერო სტატია
უამრავი იტალიურიი პეხბურტის კომაგია ამ საიტზე და ჩვენც გვინდა იტალიიის ჩემპოიონატზე საუბარიიიიი ერთი სტატია მემგონი ჩვენ დავიმსახურეთ
შენ წინა კვირას როა რ დადენ იტალიაზე სტატია ის ტუ იციიი? არ დაუდვიათ ყოველ შემტხვევაში არც შაბათს და არც კვირააას არც ორშAბათს და მერე აგარ დამიძებნიააა
დავიწყოოთ იმით რო მაგარი უნამოსუები ხართ სერიამ რა დაგიშAვათ ? მერემეორეეე ამ შეიხების მე კიდე რა პსჯ მონაკო რო იყიდენნ ლიონი ეყიდათ
გაყიდა მთელი გუნდი და აბა რა იქნება..
ევიანი, რომ მოგიგებს რა
ევიანმაც როგორ მოუგო რა
ლიონი X2 რო გიწერია ევიანთან და ის რო გაგისხავს მარტო
მაგარი ბედი მაქ
8 თამაშიდან ამან გამისხა.... 340 ლარს ვიგებდი
იუვემ ლაციალე დაამყნო
სერია ა რატო არ წერტ ბიჭო??
არ მომეწონა სათაური ეს გუნდის შეურაწყოფაა
რეალ სოსიედადი 4-0 ლიონი
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD