ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს კვლავ იტალიელი სპორტსმენები ლიდერობენ. მათ 7 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
დღეს ქართველმა სპორტსმენებმა 10 საფეხურით წინ წაიწიეს და ამჟამად მე-6 ადგილს იკავებენ. მათ ანგარიშზე 3 ოქრო და 4 ბრინჯაოს მედალი.
გთავაზობთ ამ მომენტისთვის მოწინავე დელეგაციათა პირველ ექვსეულს:
ქვეყანა – ოქრო – ვერცხლი – ბრინჯაო – ჯამი
- იტალია – 7 – 2 – 3 – 12
- რუსეთი – 6 – 5 – 6- 17
- უნგრეთი – 4 – 2 – 6 – 12
- ჰოლანდია – 4 – 1 – 2 – 7
- მოლდოვა – 3 – 1 – 0 – 4
- საქართველო – 3 – 0 – 4 – 7