ძიუდო

17:44 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილს წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს

ძიუდოისტი რობინზონ ბეგლარიშვილი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულს თვალზე სისხლჩაქცევები აღენიშნა, რის გამოც მედიკოსებმა გამოკვლევა ჩაუტარეს და ორდღიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

“ფინალში ბრძოლის დროს თვალი დამიზიანდა. მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად საავადმყოფოში მისვლა გადავწყვიტე. ჩამიტარდა გამოკვლევა და ექიმებმა წამლები დამინიშნეს”, - აღნიშნა სპორტსმენმა რუსთავი 2-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ძიუდოისტი ერთ კვირაში მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს.

0.128611