ქართველი ძიუდოისტი მზია ბებოშვილი 52 კგ წონით კატეგორიის ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში ბებოშვილიმა რუს სპორტსმენ იბრაგიმოვას აჯობა ერთი გაფრთხილებით. პირველი გაფრთხილება ბებოშვილმა მიიღო, მაგრამ შემდგომში მისმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მსაჯმა ზედიზედ ორჯერ რუსი სპორტსმენი გააფრთხილა.
ოქროს მედლისთვის ბებოშვილი ჰოლანდიელ ბურენს შეხვდება.